ბაზრის ზრდასთან ერთად დროთა განმავლობაში იზრდება კრიპტოვალუტების სახეობების რაოდენობაც. თუმცა ინვესტიციის განსახორცილებლად საჭიროა პოტენციურმა ინვესტორმა კარგად შეისწავლოს ბაზარი, რათა რაც შეიძლება მომგებიან კრიპტოვალუტაში ჩადოს ინვესტიცია.

ყველაზე რეიტინგული კრიპტოვალუტა

სანდო ინფორმაციის წყაროს წარმოადგენენ სასწავლო მიზნით შექმნილი ვებ გვერდები, რომლებიც არა მხოლოდ ერთი კრიპტოვალუტის პოპულარიზაციას ემსახურება და ობიექტურ ინფორმაციას იძლევა ზოგად ბაზარზე. ერთ-ერთი ასეთი სანდო რესურსია Coinario - პლატფორმა, რომელიც დაარსა კომპანია Lemony Trade-მა. მის მთავარ გვერდზევე, შეგიძლიათ იხილოთ კრიპტოვალუტების ტოპ 10-ეული, რომელიც ცხრილის სახით თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი, იხილეთ შემდგომ ბმულზე: https://www.coinario.com/

ბიტკოინი

როგორც ნათლად ჩანს, კრიპტოვალუტებს შორის ლიდერია ბიტკოინი - ელექტრონული ფულის ფორმა, კრიპტოვალუტა, რომელიც ე. წ ჯგუფმა სახელად “Satoshi Nakamoto”-მ , გამოუშვა 2009 წელს. იგი ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტაა. როგორც სხვები, ისიც ბლოკჩეინის სისტემას ეფუძნება. მაინინგი კი არის ჩანაწერთა შენახვის სერვისი, რაც ბლოკჩეინს ხდის მუდმივს, სრულსა და მზარდს; რაც ნიშნავს, რომ ყველა ახალი გამოშვებული რესურსი ჯგუფდება ბლოკებში და შემდეგ იგი გადაიცემა მთელ ქსელში. „ეკონომისტის“ დახასიათებით, ბიტკოინი არის „ძნელად მოსაპოვებელი, შეზღუდული მიწოდებით და ადვილად იდენტიფიცირებადი.“ აღსანიშნავია, რომ იგი პოპულარობით ლიდერობის გარდა, უმაღლესი ფასითაც გამოირჩევა. ზემოთ ნახსენები პორტალი არის სასწავლო/ვაჭრობის დანიშნულების, შესაბამისად მისი შეძენა / ფასების დათვალიერება შეგიძლიათ შემდეგ გვერდზე: https://www.coinario.com/coin/bitcoin/buy

სიაში წარმოდგენილია მართლაც ბევრი სავაჭრო პლატფორმა, სადაც მისი შეძენაა შესაძლებელი. აქვე შეგიძლიათ ნახოთ დამწყებთათვის შექმნილი მოკლე სახელმძღვანელო მასალა ბიტკოინის შეძენისთვის რჩევების შესახებ.

ბიტკოინის გამოყენება

ბიტკოინი, სხვა კრიპტოვალუტების ნაცვლად იცვლება ჩვეულებრივ ტრადიციულ ვალუტებზე, ნაკლებად გამოიყენება მერჩანტებთან პირდაპირ ტრანზაქციებში, ვინაიდან მათი უმეტესობა ერიდება კრიპტოვალუტის აღიარებას ტრანზაქციის გადასახადის სიდიდის და რამდენიმე სხვა მიზეზის გამო.

კრიტიკა

ბიტკოინს აკრიტიკებენ რეგულატორის/დამზღვევის არ არსებობის გამო, კერძო პირების სპეკულაციებზე დამოკიდებულ ვალუტას არასტაბილურად მიიჩნევენ. კიდებ ერთი კრიტიკის საგანი ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარებაა.

ბიტკოინი საქართველოში

საქართველოში არ არსებობს კანონმდებლობა ბიტკოინის შესახებ, თუმცა ჩვენი ქვეყანა სხვება ქვეყნებთან შედარებით დაბალი ელექტროენერგიის გადასახადის ქონის გამო კრიპტოვალუტის ბიზნესისათვის ხელსაყრელად ითვლება. ვინაიდან კრიპტოვალუტების ქსელი ღიაა, საქართველოს მოსახლეობასაც, რომელშიც ეს ელ. ვალუტები დიდი ინტერესის სფეროა, ისეთივე წვდომა აქვს მათზე, როგორიც ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოსახლეობას. თუმცა საქართველოში პირდაპირ ბიტკოინით მერჩანტებთან ვაჭრობა საერთოდ არ ხდება.

რეკომენდაცია

ბიტკოინის ფასების ზრდის ტენდენციიდან გამომდინარე, რაც ადრე ჩაერთვებით ამ ინვესტიციაში, მით უფრო იაფად შეძლებთ კაპიტალდაბანდების განხორცილელებას. თუმცა, რასაკვირველია ეს არ გულისხმობს ნაჩქარევი და გაუანალიზებელი ნაბიჯების გადადგმას. დასაწყისითვის აუცილებელია ფინანსური ანალიზის უნარჩვევების გამომუშავება და სფეროს შესწავლა.

Hodnocení kategorie 4.5
ყველაზე რეიტინგული კრიპტოვალუტა: 4.2/5 -დან 23 ხმები
თამარ პატარავა თამარ პატარავა(LinkedIn)
სტატიების ავტორი და თარჯიმანი სპეციალიზებული ფინანსებში. დაწერილი აქვს სტატიები სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ონლაინ სესხების შესახებ. Მეტი ინფორმაცია...

1800
სესხის მოცულობა 50 GEL - 1 800 GEL
პროცენტი 0,2 %
სიმწიფე 5 დღე - 4 თვე
800
სესხის მოცულობა 100 GEL - 800 GEL
პროცენტი 0 %
სიმწიფე 7 - 21 დღე
650
სესხის მოცულობა 50 GEL - 650 GEL
პროცენტი 25 %
სიმწიფე 30 დღით